მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახშმობისას არ გამოიყენოთ საზიარო ჭურჭელი - NCDC-ის რეკომენდაცია სადღესასწაულო შეკრებებისთვის

5ff448bf0cf2b
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 15:30
1032
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

NCDC-ის განცხადებით, COVID-19-ს გავრცელებასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არაა. თუმცა, თუ სტუმრად წასვლას გეგმავთ, ან სტუმრები გეწვიათ, უნდა დაიცვათ შემდეგი უსაფრთხოების წესები:

- ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი; 
- სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; 
- პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს; სადილობისას აუცილებელია დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან; 
- დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ;
- დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, თუ ყველაფერი წესების დაცვით მოხდება, შემთხვევების მატება არ იქნება.

„თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ არ იცავენ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სუპერმარკეტში, ეკლესიაში თუ მიტინგზე, ერთი და იგივეა; წესებს დავიცავთ - კარგად იქნება ყველაფერი, არ დავიცავთ და იქნება შემთხვევების მატება“, - აღნიშნა იმნაძემ.