მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ჩვენ არ გაგვიჩერებია ბიზნესის დაფინანსება

5ed7616063dea
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.20 22:00
1519
ჩვენ არ გაგვიჩერებია დაფინანსება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც საქართველოში არსებობს ბოლო სამი თვის განმავლობაში, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ნოვას“ მაღაზიის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „თიბისი“ მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაზრდას.

„დღეს იხსნება ნოვას 2 დიდი მაღაზია, ერთი ბათუმში და მეორე თბილისში. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვიჩერებია დაფინანსება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც საქართველოში არსებობს ბოლო სამი თვის განმავლობაში.

საინტერესო პროექტია „ნოვა“, იმდენად რამდენადაც ეს არის ქართული წარმოება და „თიბისი ბანკი“ ამ პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონკსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ამავე დროს ჩართულია პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და ეს არის საინტერესო იმით რომ ამ სამი ინსტიტუტის - ქართული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და სახელმწიფოს ჩართულობით საკმაოდ წარმატებით ვითარდება ქართული წარმოება.

პროდუქციის დაახლოებით 45%, რომელიც "ნოვას" ქსელში იყიდება, არის ქართული წარმოების, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ჩვენ ვფიქრობთ რომ იმ ახალი პროექტებით, რომელიც "ნოვას" გააჩნია და „თიბისი ბანკი“ გააგრძელებს მათ დაფინანსებას, ეს წილი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.