მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: გადავწყვიტეთ და წელს თიბისის მენეჯმენტი ბონუსებს არ აიღებს

5e8b228e72578
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.20 17:30
3465
"ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ", - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ბანკის ხელმძღვანელის თქმით, 2020 წლის განმავლობაში კრიზისის მიზეზით არცერთი თანამშრომელი არ დაკარგავს სამსახურს, მენეჯმენტი კი, ტრადიციულ ბონუსებს არ მიიღებს.

მისივე თქმით, "თიბისი ბანკის" ციფრული ტრანსფორმაცია კორონავირუსმა უფრო დააჩქარა.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. თიბისის კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არცერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისის მიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთან გადავწყვიტეთ, რომ მენეჯმენტი წელს არ აიღებს საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიური ანაზღაურების 70%.

ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ კომპანიის უპრეცედენტო ციფრულ ტრანსფორმაციას, ეს ჩვენი სტრატეგიაა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა შექმნილმა რეალობამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ ჩვენი მისიის შესასრულებლად”, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.