მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე ღვინის სექტორს აფასებს: "ასათვისებელია ახალი ბაზრები"

5e4ab3908d1b3
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.20 19:37
1351
"თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ღვინის მუზეუმში თიბისი კაპიტალის მიერ ღვინის სექტორის 2019 წლის მიმოხილვის პრეზენტაციაზე ის კონკრეტული მიგნებები დაასახელა, რომელიც კვლევამ გამოკვეთა.

"საჭიროა, საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაცია”, - თქვა მან.

ამასთან, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ღვინის სექტორის და სახელმწიფოს აქტივობა დივერსიფიკაციის მიმართულებით დადებითად შეფასა და დასძინა, რომ საჭიროა მეტი მუშაობა.

"საკმაოდ აქტიური ბოლო 10 წელი გაიარა ღვინის ინდუსტრიამ - დაახლოებით, 6.5-ჯერ გაიზარდა. ვფიქრობთ, რომ ასათვისებელია ახალი ბაზრები, საჭიროა, საექსპორტო ქვეყნების მეტი დივერსიფიკაცია, რაც დარგის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ჩვენი მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში გაიზრდება წარმოება, იქიდან გამომდინარე, რომ მოცულობების პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ საინტერესო იქნება სექტორის წარმომადგენლების აზრი. აუცილებელია, ექსპორტის ზრდა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით მოხდეს", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

„თიბისი ბანკის“ გენდირექტორმა ღვინის ინდუსტრიაში „თიბისის” ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბანკი ორი მიმართულებით მუშაობს: ვენახების გაშენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, რამაც ახალი ბაზრების ათვისებას უნდა შეუწყოს ხელი.