მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე ინვესტორებთან მუშაობაზე: იქნება ალბათ გამოწვევები და შეფერხებები

5ed7b4953e316
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.20 18:30
810
ახალ პროექტებთან დაკავშირებით იქნება ალბათ გამოწვევები და შეფერხებები, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს ინვესტორებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

მისი თქმით, ბანკი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ინვესტორებთან და ისინი დადებითად აფასებენ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლისას გადადგმულ ნაბიჯებს.

"ახალ პროექტებთან დაკავშირებით იქნება ალბათ გამოწვევები და შეფერხებები, მაგრამ "თიბისი ბანკს" გვყავს ძალიან ბევრი ინვესტორი და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ათეულობით ინვესტორთან გვქონდა სხვადასხვა კომუნიკაცია და უნდა ითქვას, რომ ისინი ძალიან დადებითად აფასებენ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველოში იყო გადადგმული, ვგულისხმობ იმას, რამდენი შემთხვევაა საქართველოში დაფიქსირებული და რა ნაბიჯები გადაიდგა მაისიდან ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.