მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: იპოთეკების სუბსიდირებაზე სებ-ის და მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვანწილად სწორია

5edcc07086d43
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 14:22
1431
“თიბისი ბანკის” CEO-მ ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის პოზიცია ქვეყანაში იპოთეკური სესხების სუბსიდირების დაწყებასთან დაკავშირებით სწორია. ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ეს პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე 2008-2009 წლებში არსებული კრიზისის დროს არსებული ვითარება არ განმეორდეს, რადგან წარსულში აღნიშნული კრიზისი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა და მან დეველოპერულ სექტორში დასაქმების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

“დღეს უკვე ვსაურობთ სხვადასხვა ინიციატივებზე, როგორ შეიძლება მოხდეს ახალი სახსრების ინექცია ეკონომიკაში და შესაბამისად ქართული საბანკო სექტორი იყოს გამოყენებული. ამის კარგი მაგალითია იპოთეკური სესხების წახალისების მექანიზმი, რაც 4%-იან თანადაფინანსებაში გამოიხატება. რა თქმა უნდა ამას გამოიყენებენ და ბენეფიციარები იქნებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ახალი ბინის შეძენის სურვილი და შესაბამისად შემოსავალიც. მაგრამ, მეორეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ რომ იპოთეკური სესხები არის უძრავი ქონების სექტორის დაფინანსების მნიშვენლოვანი ნაწილი. გასათვალისწინებელია, რომ ამით მოხდება მხოლოდ ახალი ბინების, ახალი დეველოპერული მშენებლობების დაფინანსება და ეს თანხა აუცილებლად ხელს შეუწყობს დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას. ამას თავისმხრივ, ძალიან ბევრი გადაკვეთა აქვს სხვა ინდუსტრიებთან. თუ არ მეშლება მხოლოდ ამ ინდუსტრიაში 120,000 ადამიანი არის დასაქმებული. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით დადებითი ეფექტი ექნება როგორც იპოთეკური სესხების გაცემას, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხელი შეეწყობა დეველოპერული სექტორის განვითარებას და ირიბად ხელი შეეწყობა სხვადასხვა ინდუსტრიას და დასაქმებაზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება.

წინა კირიზისის ზეგავლენიდან გამომდინარე, 2008-2009 წლებში თუ გავიხსენებთ მნიშვნელოვანი ზეგავლენა კრიზისს სწორედ უძრავ ქონებაზე ჰქონდა და მაშინ საკმაოდ გაუჭირდა ინდუსტრიას და დაახლოებით 4-5 წელი დასჭირდა ინდუსტრიას, რათა გამოსულიყო კრიზისული მდგომარეობიდან, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის პოზიცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანწილად სწორია,”- განაცხადა ვახტანგ ბუცხიკიძემ.

რა ვითარებაა ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე:

“თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებული განახლებული მიმოხილვის მიხედვით, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, ახალი იპოთეკური სესხების გაცემა წლიურ ჭრილში მკვეთრად არის შემცირებული. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, “თიბისი ბანკის” მიერ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 2020 წლის 31 მაისის კვირაში წლიურ ჭრილში 73%-ით იყო შემცირებული.

“31 მაისის მდგომარეობით, თიბისი ბანკის მიერ გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -73%-ს შეადგენს, რაც წინა კვირის მაჩვენებლის მცირედ გაუმჯობესებას წარმოადგენს.

მაისის ბოლოს, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -70%-ს შეადგენს. წინა კვირაში იგივე მაჩვენებელი წ/წ -73% იყო, მინიმალური მაჩვენებელი (-97% წ/წ) აპრილში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე გაუმჯობესება ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც შესაძლოა მთავრობის მიერ დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების ამოქმედების მოლოდინს უკავშრდებოდეს. ეკონომიკის ეტაპობრივმა გახსნამ და მთავრობის მხარდაჭერის ღონისძებებმა მოსალოდნელია ტენდენცია გააუმჯობესოს.

სებ-ის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში ბინების ფასი დოლარში 4%-ით შემცირდა. აპრილთან შედარებით ფასებმა მცირედით (-0.2%) იკლო ლარშიც,”- ნათქვამია უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებით “თიბისი კაპიტალის” შეფასებაში.

როდის დაიწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამის ამოქმედებისთვის ჯერ შესაბამისი დადგენილების მიღება და ბანკების მიერ მისი დანერგვა არის აუცილებელი.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

ვახტანგ ბუცხრიკიძე Forbes-ის კვირაში: