"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და მომავალი წლის გაზაფხულიდან ინფლაციის დონის შემცირების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებს.
"ჩვენი პროგნოზით, ლარი სტაბილური იქნება, რა თქმა უნდა, ამას თავისი ფუნდამენტური საფუძველი გააჩნია. პირველ რიგში, ეს არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, არა მარტო 2021 წლის, არამედ 2019 წლის მონაცემებთან შედარებითაც. საკმაოდ კარგი ზრდა არის ექსპორტთან მიმართებითაც, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი გზავნილები და ყველა ეს ფაქტორი ერთად იძლევა იმის საშუალებას, რომ ლარის სტაბილურობის შესახებ პროგნოზი გაკეთდეს.
ჩვენი შეფასებით, ინფლაცია საკმაოდ მაღალია, მაგრამ თანდათანობით ეროვნულ ბანკის ტენდენცია რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ იქნება მიმართული. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლის გვიან გაზაფხულიდან ინფლაცია დაიწყებს შემცირებას, ამ მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკაც დაიწყებს შემსუბუქებას. აქედან გამომდინარე, ალბათ, მომავალი წლიდან საბანკო საპროცენტო განაკვეთების ტენდენციაც შემცირებისკენ წარიმართება", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში ინფლაცია 11.5%-იან ნიშნულზეა; რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტს შეადგენს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი