28.თებერვალი .2020 15:33

ვახტანგ ბუცხრიკიძე: "ლარის ამჟამინდელი გამყარება ბუნებრივი პროცესია"

views 499
უკან

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლარის კურსის გამყარება ბუნებრივი პროცესია.

მისი განცხადებით, თუ გარე ფაქტორები წლის განმავლობაში არ შეიცვალა, მაშინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით სწორედ არსებულ ნიშნულზე დარჩება.

"შარშან წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებთ მეოთხე კვარტალში ლარი გაუფასურებული იყო და ის, რაც დღეს ხდება, საკმაოდ ნორმალური და ბუნებრივი მოლოდინია. ჩვენი ეკონომისტების გათვლებით, თუ გარე ფაქტორები არ შეიცვალა, სწორედ ამ ნიშნულზე დარჩება ლარი. რა თქმა უნდა, გარკვეული რყევები მას შეიძლება ჰქონდეს, თუმცა დღევანდელი სიტუაცია ბუნებრივია”, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ლარი გამყარებას განაგრძნობს. ამჟამად Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.77 ლარად ივაჭრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა