„რაც შეეხება ლარის გამყარებას, ეს არის ის ტრენდები, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ, შესაბამისად დადგა შედეგებიც. აქედან გამომდინარე მოლოდინი არსებობს, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ხვალ 1 დოლარი 2,8647 ლარი ეღირება.