მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: "ვფიქრობ, ლარის გამყარების ტრენდი გაგრძელდება"

5df38382e018b
ლევან თაღიაშვილი
13.12.19 20:30
1796
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსის გამყარების შეფასებისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ეს ტრენდი მომავალშიც გაგრძელდება. ბუცხრიკიძის შეფასებით, ეს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ერთობლივი ნაბიჯების შედეგია.

„რაც შეეხება ლარის გამყარებას, ეს არის ის ტრენდები, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ, შესაბამისად დადგა შედეგებიც. აქედან გამომდინარე მოლოდინი არსებობს, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ხვალ 1 დოლარი 2,8647 ლარი ეღირება.