“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე 2023 წლიდან ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ ბუცხრიკიძემ დღეს BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
“თიბისი ბანკის” CEO აღნიშნავს, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონე უნდა შემცირდეს, რამაც თავისმხრივ რეფინანსირების განაკვეთის კლების საფუძველი უნდა შექმნას.
“რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთი დამოკიდებულია ინფლაციაზე. კარგია ის, რომ ბოლო თვეში მცირედით, მაგრამ კლება აღინიშნება. ჩვენი მოლოდინით წლის ბოლოსთვის ინფლაცია 9.5%-10% იქნება. მომავალი წლის პირველ კვარტალში ამ საბაზისო მოცემულობაში ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ტრენდი შემცირებისკენ წავა”- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ანალოგიური პროგნოზი აქვს “თიბისის” მთავარ ეკონომისტ ოთარ ნადარაიასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციური წნეხის შემცირებისთვის პერსპექტივა არსებობს.
“ჩვენი შეფასებით, შემდეგ თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის წნეხის განეიტრალება. რეფინანსირების განაკვეთზე ჩვენი პროგნოზი ისედაც მცირე კლებას ითვალისწინებს, 0.25 პროცენტულ პუნქტს. ამას შეიძლება სიმბოლური შემცირება დავარქვათ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც მნიშვნელოვანია.
რა არის მსჯელობის საგანი?! ერთი მხრივ მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული, რადანაც წარსულს ვერ შეცვლის, ამიტომ თუ წლიური ინფლაცია მაღალია, მაგრამ იმედია მალე დავინახავთ რომ ფასების ზრდა ისეთი მაღალი აღარაა, ეს ნიშნავს, რომ აგრესიულად შემცირდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი,”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა მარტში რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაზარდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის და შედეგად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებით იყო განპირობებული.
თავად ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7%-მდე უნდა შემცირდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს