17.თებერვალი .2020 19:24

ვახტანგ ბუცხრიკიძე რეგულაციების შერბილებაზე: "მოლოდინი გვაქვს, რომ მარტში იქნება ცვლილებები"

views 345
უკან

“მოლოდინი გვაქვს, რომ მარტში მოხდება ცვლილებები“, - ასე უპასუხა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც ე.წ. საბანკო რეგულაციების შერბილებას შეეხებოდა.

მისი შეფასებით, რეგულაციების შერბილება გაზრდის ფიზიკური პირების დაკრედიტების მაჩვენებელს.

„ეს შეეხება ძირითადად ფიზიკური პირებს; აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, იპოთეკური სესხების დაფინანსება საბანკო სექტორის მიერ გაიზრდება; ამავე დროს ახალი რეგულაციები სამომხმარებლო სესხებზე შეიცვლება. ტრენდი ასეთია, წელს უფრო მოცულობითი სესხები გაიცემა, ვიდრე 2019 წელს. ბოლო სამი თვეა აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ფაქტობრივად, ყველაფერი დაზუსტებულია და ტექნიკურ დეტალებზე მიდის მუშაობა", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.