მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: საქართველოს მიერ გამოშვებულ ევრობონდებზე მოთხოვნა მიწოდებას 4-ჯერ აღემატებოდა

60793e38b9fde
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 11:44
1176
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულები არიან - ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა სამინისტროს მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ევრობონდები საუკეთესო პირობებით განთავსდა, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც სასიკეთოა.

„ეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის უპრეცედენტოდ კარგი პირობების მიღწევა იყო. ამ 10 წლის შემდეგ საქართველო დაბრუნდა და საუკეთესო პირობებს მიაღწია. „თიბისი ბანკი“ ამ პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ბანკთან იღებდა მონაწილეობას და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი კარგი პირობები იქნა მიღწეული.

მოთხოვნა მიწოდებას 4-ჯერ აღემატებოდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში არსებობს მოთხოვნა და უცხოელი ინვესტორები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტირებით. თუ დღეს სახელმწიფოსადმი ინტერესი არსებობს, ხვალ კაპიტალური ბაზრების განვითარება მოხდება, რომელზეც ბევრი რეფორმა ტარდება და ბევრი რეფორმა გასატარებელია. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ბევრმა ქართულმა კომპანიამ როგორც ლოკალურ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ობლიგაციები განათავსოს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველომ $500 მლნ-ის სესხი აიღო, კუპონის განაკვეთი 2.75%-ია