მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე წყალტუბოში ივანიშვილის გეგმებს აფასებს

5dc2b69773f2a
მარიამ ადამია
06.11.19 16:01
3507
„წყალტუბოს ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის“ - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ Bm.ge-ის წყალტუბოში ბიძინა ივანიშვილის გეგმების შეფასებისას განუცხადა.

„წყალტუბოსა და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ზოგადად, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია. შესაბამისად, წყალტუბოს განვითარება დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას და მოიზიდავს მეტ უცხოელ ტურისტს,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. მისივე თქმით, პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ როდის გაიმართება აუქციონი და რა საინვესტიციო ვალდებულებით გაყიდიან 15 სანატორიუმს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა.

ამ დრომდე უცნობია, რას ფიქრობენ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე წყალტუბოში კერძო სანატორიუმების და აბანოების მფლობელები.