მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ კალოიანი: "ჯანდაცვის სამინისტრო ხარისხის უზრუნველყოფის სეგმენტიდან სრულიად გასულია"

5df5e153b2e05
ნუცა ბაზლიძე
15.12.19 12:25
3613
"პრობლემაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ურთიერთობა მხოლოდ ტარფიკაციითა და ფინანსური საკითხებით შემოიფარგლება. ჯანდაცვის სამინისტრო აქამდეც და ჩანს, რომ ახლაც, ხარისხის უზრუნველყოფის სეგმენტიდან მთლიანად გასულია", – განაცხადა ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში.

მისი აზრით, სასიცოხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად, მტკიცებითი მედიცინის და მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე დადგინდეს, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტები.

"ასევე საჭიროა, სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის შეფასების ცალსახა ინდიკატორების დადგინა, რომლის შედეგადაც ე.წ. სელექტიური კონტრაქტირება მოხდება", - განმარტავს ვახტანგ კალოიანი.

მისივე თქმით, გარკვეული ინდიკატორები, თუ რეკომენდაციები არსებობს, თუმცა ამას ჯანდაცვის სამინისტრო პრაქტიკაში არ იყენებდა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ მოედანი, სადაც გაჩაღებულია "ვაჭრობა" მაღალი და დაბალი ფასის მომთხოვნებს შორის, შეიცვლება პროფესიულ-ექპერტულ სივრცედ, სადაც მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებზე და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სამინისტრო შეასრულებს მთავარ ფუნქციას და გახდება სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის ერთგვარი გარანტორი", - დასძენს ვახტანგ კალოიანი.

შეგახსენებთ, სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, სამედიცინო სექტორმა 520-ე დადგენილების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კიდევ ერთხელ მიმართა. ისინი სამუშაო ჯგუფისთვის შეხვედრის თარიღის ჩანიშვნას ითხოვენ.