მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

5e710e3f296ad
BM.GE
17.03.20 21:50
717
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-
შუამთა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.