03.მაისი.2016 14:28
საზოგადოება

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფისში, პარიზში, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პრეზენტაცია საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის აგრარული პალატის, პროფესიონალი სომელიეების, ენოლოგების, ღვინის ჟურნალისტებისა და ბლოგერების, UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.

გამოფენის მიზანი იყო ქართული ღვინის წარდგენა პროფესიონალებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, OIV-ში ასევე გაიმართა გამოფენა ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ - "მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა", სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის მუზეუმში დაცული ფრანგი ეთნოგრაფების ჟოზეფ დე ბაისა და ჰუგო კრაფტის მიერ 1897-1903 წლებში გადაღებული ფოტოები. ფოტო-გამოფენას ორგანიზება კულტურული მემკვიდრეობის კურატორმა, ანა ჭეიშვილმა გაუკეთა.

 
ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია: "ჩელთი", "შუხმან ვაინსი“, "შატო მუხრანი“, "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "შუმი“, "კახური ღვინის მარანი“ "მეღვინეობა ხარება", "კახური", "ლუკასი“, "შალვინო“, "თბილღვინო", "თელიანი ველი", "ვაინმენი“, "მარანული“ და "ვინაგორი“.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 45 ქვეყანა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა.

21.აპრილი.2019 00:03
44

26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ვრცლად
20.აპრილი.2019 14:44
70

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ვრცლად
20.აპრილი.2019 10:57
158

პროკურატურამ გამარტივებულ შესყიდვაში თანხის მითვისებისთვის 6 პირი დააკავა

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:45
244

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
220

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
296

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად