მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზისუბანში “ევექსი კლინიკების” ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

627a44b31aa61
BM.GE
10.05.22 15:05
1025
“ევექსი კლინიკებმა“ ისანი-სამგორის რაიონში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, პოლიკლინიკა გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით.

საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკებისთვის ეს არის რიგით 34-ე სამედიცინო დაწესებულებაა, ხოლო თბილისში უკვე მერვე პოლიკლინიკა, ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის 36 ნომერში გაიხსნა.

ადგილზე, მომხმარებელს შესაძლებელობა აქვს სრული ამბულატორიული მომსახურება მიღოს, რაც გულისხმობს, ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ ვაზისუბნის ევექსის პოლიკლინიკაში ახალ მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს და ასევე, საჩუქრად მიიღოს 150-ლარიანი ვაუჩერი.

გარდა ამისა, კორპორაციული დაზღვევის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე მომსახურება მიიღონ და 25%­მდე ფასდაკლებით ისარგებლონ დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე.

„ევექსი კლინიკები“ მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში ახალი პოლიკლინიკა უკვე სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე გაიხსნება.

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ, სწორედ ამიტომ, ვაზისუბნის მოსახლეობის მოთხოვნა გავითვალისწინეთ და გავხსენით ახალი პოლიკლინიკა, რომელიც თავისი მასშტაბით ისანი სამგორის რაიონში ყველაზე დიდია. ის გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით და რაც მთავარია ექიმების გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმ-სპეციალისტებით. ზოგადად, პირველადი ჯანდაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ამ სფეროს განვითარება“, - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა გიორგი გორდაძემ.
(R)