04.თებერვალი .2020 21:54

ვაზისუბანში საგზაო მონიშვნების დახაზვის გამო, ერთი მონაკვეთი გადაიკეტება

views 189
უკან

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაზისუბნის დასახლებაში, მთისძირისა და თ. დავითაიას ქუჩების დამაკავშირებელ ახალ გზაზე საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 5 თებერვლის 10:00 საათიდან 6 თებერვლის 03:00 საათამდე გადაიკეტება გზა.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.