12.მარტი .2020 16:43

ვცდილობთ, საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს დავეხმაროთ – მთავრობა

views 275
უკან

მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრემ მოქალაქეებს დაეხმაროს, – ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"შესაბამისად, მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopCoV.ge", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა