მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვცდილობთ, შევიმუშავოთ უსაფრთხო დერეფნის წესები" - ნათია თურნავა

5ebd097b5743f
ინგა მურუსიძე
14.05.20 13:22
1102
„ვცდილობთ, შევიმუშავოთ უსაფრთხო კორიდორების წესები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთელი მთავრობა და განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტრო მუმდივ კომუნიკაციაშია სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან, რომ შეიმუშაონ უსაფრთხო კორიდორების წესები.

„ჩვენმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი და სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ქვეყანას, სადაც მათ ქვეყნების ტურისტები ჩავლენ. როგორც იცით, ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა. ასევე სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ მუშაობას. ესენია ევროპული ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ვაპირებთ კომუნიკაციას საფრანგეთთან და ა.შ. ასევე, ბალტიისპირეთის და ჩვენი რეგიონის ქვეყნები. ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან ამისთვის, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, მეორე და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ქვეყნებს შორის, მთავრობებს შორის შეთანხმება და აქაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს ეს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო კორიდორები.

საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია იმის, რომ ჩვენ მართლაც ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება იმიტომ, რომ დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვის ისე, რომ მართლაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებით ჩამოვა უცხოელი ტურისტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას”, - განაცხადა თურნავამ.