19.ივნისი .2021 19:35

Vector Vodka: "გვინდა ხილის არყის გამოხდის ტრადიციას ქვეყანაში და საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია გავუწიოთ"

Vector Vodka: "გვინდა ხილის არყის გამოხდის ტრადიციას ქვეყანაში და საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია გავუწიოთ"
views 533
უკან

Vector Vodka ძველი ქართული ტრადიციით დამზადებული შავი ქლიავის არაყია, რომელიც ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა.

როგორც Vector Vodka-ს დამფუძნებელი შოთა ბერიძე bm.ge-ს უყვება, პროდუქტს განსაკუთრებულ გემოს დარბილებული წყალი სძენს, ამასთანავე ის გაფილტრულია ქარხნული წესით (აქტივირებული ნახშირით) და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.

Vector Vodka-ს წარმოების პროცესში დაახლოებით 30 ადამიანია ჩართული და ის სხვადასხვა ქსელურ მარკეტსა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში რეალიზდება.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას 2015 წლიდან ვეწევით, ქლიავის, კაკლისა და ვაშლის ბაღები გორში, სოფელ შინდისში 20 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ნედლეულის რეალიზაციას ორი წელია ვახდენთ და უკვე 2021 წლიდან ქლიავის არყის წარმოებაც დავიწყეთ. სითხე გორში მზადდება, შემდეგი ქარხნული პროცესები თბილისში მიმდინარეობს, მოსავლის აღებიდან პროდუქტის სუფრასთან მიტანამდე სრული ციკლი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა.

ტრადიციას, რომელიც ხილის არყის გამოხდას გულისხმობს, გვინდა, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაცია გავუწიოთ“, - ამბობს შოთა ბერიძე.

Vector Vodka-ს დამფუძნებელი სამომავლოდ სხვადასხვა ხილის არყის წარმოებასა და პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა