მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეძებთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ - ნათია თურნავა

5fbe2237c02a7
ინგა მურუსიძე
25.11.20 14:17
1093
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც მოსახლეობასთან ერთად იმ დარგებისკენ იქნება მიმართული, რომელთა საქმიანობაც უნდა შეიზღუდოს. თურნავამ აღნიშნული განცხადება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შეზღუდვებთან ერთად, მთავრობა ცდილობს არ დააზარალოს ბიზნესი.

„ჩვენი სურვილია, ეპიდემიოლოგოური ვითარების გართულებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს, ამავდროულად გვინდა ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს.

პარალელურად, ვეძებთ გზებს, ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და მეორეს მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელთა პრობლემებსაც ვხედავთ, ვხვდებით ყოველდღიურად და წერტილოვანი შეზღუდვა მოგვიწევს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.