ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა მაკროეკონომიკურ დონეზეც მოახდენს გავლენას, ამიტომ მეტი დაფიქრება, ყურადღება და პრობლემის გლობალურად დანახვაა საჭირო.
როგორც მან bm.ge-სთან საუბარში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე საუბრისას განაცხადა, სებ-ის ინტერვენციები არის ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც მთავრობამ ეროვნული ბანკის ანგარიშზე განათავსა და ახლა უნდა მოხდეს კონვერტაცია.
ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ის 200 მლნ დოლარი, რომლის კონვერტაციაც არის დაგეგმილი წლის ბოლომდე, გავლენას მოახდენს კურსზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ის დისბალანსი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებაზე არის, ეროვნულმა ბანკმა მიწოდებით დააბალანსოს. ვხედავთ, რომ როგორც კი მეზობელ ქვეყნებში პრობლემებია, მაგალითად რუსეთში რუბლის ვარდნა, გადმორიცხვები დაბლა იწევს და პირდაპირ აისახება მესამე დღეს კურსზე საქართველოში. მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ არის, მაკროეკონომიკური მდგომარეობა ნორმალური არ გვაქვს, დისბალანსია საგარეო ვაჭრობაში, დისბალანსია იმ შემოდინებებში, რომელიც ადრე იყო, ასევეა ტურიზმის სფეროშიც“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, პრობლემა არ არის მხოლოდ მიკროდონეზე, ეს არის მაკროდონეზეც.
„როგორც კი ლარი უფასურდება, იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ხვალ და ზეგ შეიძლება ნეგატიურად აისახოს ჩვენს საკრედიტო რეიტინგებზე და ამან შესაძლოა, გაზარდოს იმ შემოსული თანხის ფასიც, რაც დღეს კომერცულ ბანკებს აქვთ. ანუ, მაკროეკონომიკურადაც საკმაოდ აისახება ეს ყველაფერი, ამიტომ ამ კუთხით მეტი ყურადღება გვმართებს, მეტი დაფიქრება, პრობლემის გლობალურად დანახვა და მკურნალობა მისი, თუ რამის გაკეთება შეგვიძლია. მარტივი რეცეპტები არ არსებობს, რადგან ეს არის ურთულესი საკითხი“, - ამბობს BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან 2.56 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.29 ლარს მიაღწია. ჯამურად ლარი სექტემბერში დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა კი მიმდინარე თვეში სამი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $120 მილიონი დოლარი გაყიდა. სულ 2020 წლის განმავლობაში სებ-მა ინტერვენციებით $449.7 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით ეროვნული ბანკი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ $200 მილიონზე მეტს გაყიდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ