მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეფხვაძე რეგულაციებზე - ნუ ვცდილობთ „თვითშემოქმედებას“, ეს ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

5f6cb42b6478f
ინგა მურუსიძე
25.09.20 09:40
798
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე BMG-სთან საუბარში ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს
აფასებს.

„ბიზნესგარემოს როცა ვაფასებთ, პირველ რიგში ვუყურებთ რეგულაციებს. შეიძლება, კონკრეტული რეგულაციები განპირობებული იყო საერთაშორისო ვალდებულებებით, რომელიც გვაქვს, მაგრამ ძალიან ხშირად არის ბევრი „თვითშემოქმედება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ ხანდახან ხდება ამ რეგულაციებზე იდეების დაშენება, რომელიც შეიძლება რომელიმე პოლიტიკის შექმნელს ჰქონდეს. 

მისივე თქმით, საქართველოში რატომღაც "ექსპერტებიც სწორედ მაღალი სტანდარტის ქვეყნებიდან ჩამოგვყავს".

„ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ ქვეყანაში ყველაზე მძიმე სტანდარტები, რომელიც საბოლოო ჯამში, ბიზნესზე აისახება, ეს ახდენს ნეგატიურ გავლენას“, - ამბობს ფეხვაძე.

რაც შეეხება შრომის კოდექსს, რომლიც პარლმენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მიღებულია მეტ-ნაკლებად დაბალანსებული შრომის კოდექსი, რისთვისაც ძალიან ბევრი ბრძოლა გახდა საჭირო.

„ის, ვინც შრომის კოდექსს გვთავაზობდა, გვთავაზობდა ყველაზე მძიმე სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს. ნუ ავიღებთ იმ ქვეყნებს, სადაც ყველზე მძიმე სტანდარტებია. ნუ ვცდილობთ „თვითშემოქმედებას“ და იმას, რომ ვიყოთ რომის პაპზე კათოლიკები“, - ამბობს ვეფხვაძე.