მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველი, რომ ანტიკრიზისული გეგმა მოქალაქეების და საწარმოების ინტერესებს უპასუხებს - ზურაბიშვილი

5ea01427a40c0
ინგა მურუსიძე
22.04.20 15:03
771
მაქვს მოლოდინი, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოქალაქეების და საწარმოების ინტერესებს უპასუხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, საგანგებო სესიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ და ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთაშორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება სწორედ კრიზისის დაძლევის გეგმა. ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. სოლიდარობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სწორედ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შემცირდეს და მოსახლეობაზე მისი შედეგები შემსუბუქდეს, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს, რადგან სამაგიეროდ, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები, რაც შეიძლება იყოს მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება გახდებოდა საჭირო.

"ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.