მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ველით რომ მალე შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას მოგვცემენ“ - გიორგი კვარაცხელია

601d2f47d64dd
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.21 19:20
1039
„ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია ხელისუფლებისგან ბაზრობების გახსნის თარიღის გამოცხადების შემდეგ, შაბათ-კვირას ოპერირების უფლების მიცემის მოლოდინშია. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. 

ბაზრობის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს გადაწყვეტილებას არასასურსათო ვაჭრობის ობიექტების 8 თებერვლიდან ამოქმედების შესახებ და აღნიშნავს, რომ პრობლემები მათ გახნის შემდეგაც ექნებათ. ოპერირების პროცესში ის შაბათ-კვირის მნიშვნელობაზეც საუბრობს. 

„შაბათ-კვირას ამ ეტაპზე არ ვიხსნებით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ეს საკითხიც მალე გადაწყდება. დამოკიდებული იქნება თუ როგორი ქცევა იქნება მომხმარებლის მხრიდან. უნდა ვიყოთ ყურადღებით და წესების დაცვით ვიმუშავოთ. ნელ-ნელა წარმოგვეწევა შაბათ-კვირის სამუშაო დღედ გადაგვექცევაც. ამ დღეებზე ვაჭრობის დაახლოებით 40% მოდის და ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ბაზრობები მუშაობას 8 თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვებით აღადგენენ. პირველ ეტაპზე ისინი შაბათ-კვირას ოპერირებას ვერ შეძლებენ. ამასთან დღეისთვის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უკვე დაწყებულია ბაზრობის თანამშრომლების ტესტირებაც, რასაც თებერვალში სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მარტიდან ტესტირების ფინანსური ხარჯების გაწევა კერძო სექტორს მოუწებს.