მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველით, რომ უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსება პრობლემა არ იქნება - კასიაონოვი

628e238d53db9
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 18:26
644
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკრაინელი ლტოლვილების ქვეყანაში შეუფერხებლად შემოსვლისა და განთავსების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებებს ელის. ამის შესახებ უკრაინის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები 1-ელ ივნისამდე უნდა იქნას მიღებული.

"მადლობელი ვართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომლის მიხედვით, ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების მიღებასა და დახმარებას გააგრძელებს, რისთვისაც საქართველოს მთავრობა 7 მლნ დოლარს გამოყოფს. ველით, რომ მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსება პრობლემა არ იქნება. ამას 2022 წლის პირველი ივნისიდან ველით“, - განაცხადა კასიანოვმა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულის ინფორმაციითვე, 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე 20 000-მდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა, აქედან 5 500 ბავშვია.

„საქართველოს მთავრობასთან და გაეროს უმაღლეს კომისართან კოორდინაციით, ყველა ის ღონისძიება სრულდება, რაც ჩვენი დროებით გადაადგილებული მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. მოქალაქეების ნაწილი, საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, მენეჯმენტით დაწყებული რესტორნებით დასრულებული, უკვე დასაქმებულია", - აღნიშნა მან.

ანდრეი კასიანოვმა უკრაინელი ბავშვებისთვის, საჯარო სკოლებში უკრაინული სექტორები გახსნის გამო მადლობა განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსაც გადაუხადა.

"თბილისში მიხეილ გრუშევსკის სახელობის სკოლის ბაზაზე გახსნილ უკრაინულ სექტორში 300 ბავშვი სწავლობს, ბათუმის მე-20 სკოლის ბაზაზე კი - 100 ბავშვი სწავლობს“, - განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.