მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების რაოდენობის ზრდას - "არდი"

64355a105843b
მარიამ ვარადაშვილი
11.04.23 18:49
961
სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა გაიზარდოს.

“სადაზღვევო ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, განსაკუთრებით კონკურენტულია სამედიცინო დაზღვევის ბაზარი. ზრდის რესურსი დრამატულად მაღალია, რადგან დღეს მშპ-თან ფარდობა დაახლოებით 1%-ია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში ეს მაჩვენებელი ⅘%-ს აღწევს, დასავლეთ ევროპაში კი მშპ-თან თანაფარდობა 10%-ია. ამიტომ, ზრდის საშუალება დრამატულია იმ პირობებშიც კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რომ არ გაიზარდოს. დაზღვევის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ბუნებრივია მშპ გაიზრდება და ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება. ახალი კონკურენტის ადგილიც არის, თუმცა ბაზარზე კონცენტრაცია ისეთია რომ ხუთ კომპანიაზე მოდის მთლიანი ბაზრის დაახლოებით 60%. ველოდებით, რომ შესაძლოა კომპანიების რაოდენობა გაიზარდოს”,-ამბობს "არდის“ გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, დასაზღვევო პროდუქტების გაიაფება დამოკიდებულია მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურებისა და სხვა პროდუქტების გაიაფებაზე.

“ინფლაციის ტემპი შემცირდა და მოლოდინებიც დრამატული არ არის როგორც გასულ წელს იყო. მაშინ მძაფრი ინფლაციური წნეხი გვქონდა. ეს ტრენდი დასტაბილურდა, მაგრამ სანამ ინფლაციის ტრენდი კლებას არ დაიწყებს მომსახურების ფასის შემცირებაზე საუბარი ნაადრევი იქნება. ვიმეორებ ამ ეტაპზე გვაქვს ინფლაციის მზარდი ტრენდის შემცირება და არა კლება. როცა ინფლაცია უკვე კლებას დაიწყებს შემცირებაზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით ფასის შემცირების ტენდენცია არ გვაქვს, გაძვირების ტემპი კი შემცირდა",- ამბობს ჯაფარიძე BMGTV-ს ეთერში.