"გუშინ, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიდან“ ერთ-ერთი დამსვენებელი მაღალი სიცხის გამო ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, რის გამოც დამსვენებლებს სასტუმროს დატოვება შეეზღუდათ", - ამის შესახებ BM.GE-ის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველმა პარტნიორმა კოკა გეგუჩაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დამსვენებელმა თავად თქვა, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა, ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო სასტუმროს მიეცა რეკომენდაცია, რომ დროებით, ტერიტორია არავის დაეტოვებინა.
„გუშინ ჩვენს ერთ-ერთ დამსვენებელს აღმოაჩნდა სიცხე და გადაიყვანეს ცხელების ცენტრში; ახლა ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხს. გუშინვე მივიღეთ რეკომენდაცია, რომ არავინ გაგვეშვა სასტუმროდან სანამ ტესტის პასუხი არ იქნებოდა, რათა არ მომხდარიყო ვირუსის გავრცელება. ამიტომ ჩვენ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და სასტუმროდან არავის ვუშვებდით“, - განაცხადა კოკა გეგუჩაძემ.
სასტუმროს მმართველი პარტნიორის ინფორმაციითვე, პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო ახლა ყველანი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ჩვენი დამსვენებლები ძალიან შეგნებულად უყურებენ ამ მდგომარეობას და არსად გასვლას არ აპირებენ. წუთი წუთზე ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხს“, - უთხრა BM.GE-ის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველმა პარტნიორმა და დასძინა, რომ ქალბატონის თქმით, ის ბათუმში არ ყოფილა.
სასტუმრო ოაზის ჩაქვის აპარტამენტებში ახლა, დაახლოებით, 900-მდე ადამიანი ისვენებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ