საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP-ის) სტანდარტზე გადასვლა ფარმაცევტული კომპანიებისთვის 2022 წლიდან სავალდებულო უნდა გახდეს.
ამასთან დაკავშირებით ფარმაცევტთა ასოციაციამ, გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა და მსოფლიოში დანერგილი სტანდარტების ამოქმედების გადავადება 2027 წლამდე ითხოვა, თუმცა როგორც BM.GE-სთან საუბრისას ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განმარტა, დღეს დარგი GMP-ის სტანდარტებზე გადასვლისთვის გონივრულ ვადებს ითხოვს, რომელიც თითოეულ კომპანიასთან მიმართებაში ინდივიდუალურად განიხილება.
„ასოციაციის ხედვა საქართველოში GMP სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვის ვადებთან დაკავშირებით ემყარება ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მსოფლიო გამოცდილებას. დღეს, მოქმედი წარმოებები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან როგორც ტექნიკური და ფინანსური, ასევე საერთაშორისო სტანდარტთან მათი შესაბამისობის მახასიათებლებით. შესაბამისად, ჩვენი თვითმიზანი არ არის GMP სტანდარტის დანერგვის 2027 წლამდე გადავადება, რადგან, სამწუხაროდ, მწარმოებელთა უდიდესი ნაწილისთვის, მათი რესურსის გათვალისწინებით, ნებისმიერი, ცალკე აღებული ვადა ვერ გახდება სტანდარტის დაკმაყოფილებით საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის წინაპირობა. ჩვენ ვსაუბრობთ ინდივიდუალურ მიდგომაზე იმ 7-8 მწარმოებლის მიმართ, რომელთაც უკვე გადაგმული აქვთ ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებით და სამომავლოდ გეგმავენ 70 მლნ ლარამდე ინვესტიციას, თუმცა სტანდარტის საბოლოო დანერგვამდე საჭიროებენ დამატებით დროს.
ჩვენი მოსაზრება ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და გულისხმობს, რომ თითოეულ მწარმოებელს, მისი მხრიდან სტანდარტის დანერგვის შესაძლებლობის დადასტურების შემთხვევაში, მიეცეს საერთაშორისო მოთხოვნების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკით დაკმაყოფილების საშუალება. აღნიშნული, ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის ვადა, დამოკიდებული იქნება მწარმოებლის არსებული მდგომარეობის GMP სტანდარტთან შესაბამისობის ხარისხზე და საშუალოდ უნდა შეადგენდეს 2-3 წელს. გასათვალისწინებელია ის ფორსმაჟორული სიტუაციაც, რაც პანდემიამ გამოიწვია და ფაქტობრივად შემდგომი განვითარებისთვის მწარმოებლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ამაზე საუბარი ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზეც იყო და პრემიერმა გვითხრა, რომ საქმის კურსშია. ველოდებით შედეგებს“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესში ბიზნესომბუდსმენთან ერთად, აქტიურადაა ჩართული ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც დარგს მხარს უჭერს ყველანაირად, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო მიდგომებით უფრო კონსერვატიულია.
„ბიზნესომბუდსმენთან კომუნიკაციის შედეგად ვიცით, რომ საკითხი იურიდიულ გადაწყვეტამდე მისულია, შესაბამისად ვთვლით, რომ GMP-ის სტანდარტზე 2022 წლიდან გადასვლის საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს“, - უთხრა BM.GE-ის ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?