მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველური ბუნების სააგენტომ „წითელი ნუსხის“ სახეობის კალმახით 30-მდე მდინარე და ტბა დაათევზიანა

63a17590d357d
BM.GE
20.12.22 13:24
968
ველური ბუნების სააგენტოს მდინარის კალმახის საშენში ნაკადულის კალმახის ქვირითის აღებისა და განაყოფიერების პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. 

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება ხდება საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ბუნებაში აღდგენის მიზნით.

ნაკადულის კალმახის საშენში ქვირითობის პერიოდი დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე მიმდინარეობს, რა დროსაც კალმახის ქვირითის აღება და განაყოფიერება ხელოვნურად ხდება. ხოლო შემდეგ, იგი საინკუბაციო მოწყობილობაში თავსდება. აღნიშნულ პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი მონაწილეობდა.

მდინარის კალმახის საშენში არსებულ შენობა კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზებია განთავსებული. აღნიშნული საინკუბატორო ნაგებობა სააგენტოს საშუალებას აძლევს გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა 500 000-ზე მეტი იყოს. 2022 წელს, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ბუნებაში აღდგენის მიზნით, „წითელი ნუსხის“ სახეობის მდინარის კალმახით 30-მდე მდინარე და ტბა 500 000-მდე ლიფსიტითა და ლავრით დაათევზიანა; მათ შორის, დაცული ტერიტორიების მდინარეებში 100 000-ზე მეტი ლიფსიტი გაუშვეს. თევზების მეთვალყურეობა ფოტო და ვიდეო ხაფანგებით ხდება", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.