მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენა-თბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებს კომპანია Myway ჩამოიყვანს

5ea582aa3f0d7
BM.GE
26.04.20 16:45
1105

საქართველოს მთავრობასა და ავიაკომპანიის "Myway” შეთანხმების საფუძველზე, ქ. ვენიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე წლის 1 მაისს, ვენა-თბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “Myway”.

"აღნიშნული შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის. კერძოდ,მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა,რომ კომპანია “Myway” გეგმიურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა ქ. პრაღაში. კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით კომპანია ქ. პრაღიდან უკანა ფრენას განახორციელებს ქ.ვენის გავლით და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქ.ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. 


ბილეთების რეალიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია ‘“Myway” ვებ-გვერდზე.

როგორც ცნობილია უშუალოდ ქ. პრაღაში მ.წ. 2 მაისს შესრულდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისი კომპანია “Georgian Airways ” მიერ. რომელიც სამშობლოში ჩამოიყვანს პრაღაში მყოფ თანამემამულეებს.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ.

რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები",- ნათქვამი განცხადებაში.