27.თებერვალი .2020 16:06

„ვენაში ვარ... კოლეგებმა მითხრეს, აქ სრული სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებსო“ - პაატა იმნაძე

views 268
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ნიღბების დეფიციტი ევროპაშიც არის, თუმცა მათი გამოყენება მოსახლეობისთვის პირველი რჩევა არ არის.

როგორც იმნაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თათბირზე იმყოფება, სადაც აცხადებენ, რომ მთავარი რჩევა მოსახლეობისთვის ხელების ხშირი დაბანა და დეზინფექციაა.

“ვენაში ვარ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თათბირზე. ვიცი, საქართველოში რაც ხდება. აქ, ვენაში, 2 შემთხვევაა უკვე და ჩრდილოეთ იტალია სულ ახლოა. ნიღბიანი არავინ მინახავს, აეროპორტშიც - კი. ქალაქში ვერ გავედი, მაგრამ კოლეგებმა მითხრეს სრული სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებსო. ხო, ყველა ცოტა გაკვირვებულიც იყო ჩვენი მზადყოფნით და ოპერატიული ქმედებებით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სიმშვიდის და სოლიდარობის მნიშვნელობას ასეთ დროს. 

P.S. ნიღბები მთელ ევროპაში დეფიციტშიაო, თუმცა მათი გამოყენება მოსახლეობისათვის პირველი რჩევა ნამდვილად არ არის. ხელების ხშირი დაბანა ანუ ხელების დეზინფექციაა მთავარიო”, - წერს იმნაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა