“მუხათის მარანი” - ასე ჰქვია ქვემო ქართლში, “გადაჭრილი გორადან” 15 კმ-ში მდებარე ობიექტს, რომელიც ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ ვენახებს აერთიანებს, თუმცა უახლოეს პერიოდში უკვე ღვინის საწარმო და ტურისტული ობიექტიც მოეწყობა.
უფრო კონკრეტულად, პროექტი ერთსართულიან ეკომეგობრული სასტუმროს მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც დამსვენებელს სავარაუდოდ მომავალი წლიდან უმასპინძლებს. ღვინის საწარმო, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია, მომავალ წელს ამოქმედდება და ის საწარმო ხაზის გარდა, სარდაფს, დაძველების სივრცეს, საფერმენტაციო სივრცეს, რესტორანს და სასემინარო სივრცეს გააერთიანებს. ამასთან, “მუხათის მარანი” ღვინის ლაბორატორიასაც მოაწყობს. რაც შეეხება რთველს, “მუხათის მარანი” “მარაბდის ველზე”, 8 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებიდან პირველ მოსავალს 2023 წელს აიღებს.
პროექტის ავტორი ბონდო დავითაშვილია, რომელსაც როგორც bm.ge-სთან ამბობს, მსგავსი პროექტის განხორციელების სურვილი 12 წლის განმავლობაში ჰქონდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ევროპის წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები და ვენახები მოიარა. მისივე თქმით, ტექნოლოგიურად სწორი პროექტის მისაღებად უპირველესად ნიადაგის შემოწმება დაიწყო, რის შემდეგაც ჯიშები შეარჩია.
ბონდო დავითაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ “მუხათის მარანი” პირველი მოსავლის აღების შემდეგ თეთრი, დავარგებული წითელი ღვინოების, შამპანურისა და ჭაჭის წარმოებას დაიწყებს.
“პროექტის განხორციელება სამ ეტაპად გადავწყვიტეთ. ჯერ ვენახები გავაშენეთ, რადგან მაგის გარეშე კარგი ღვინის მიღება შეუძლებელია, მეორე ეტაპი უკვე ტექნოლოგიური საწარმოა, რომელსაც იმაზე დიდი დატვირთვა ექნება, ვიდრე სტანდარტულ საწარმოს. მესამე ეკომეგობრული ტურისტული ობიექტია, სადაც დამსვენებლებს ვუმასპინძლებთ. 8 ჰექტარი ვენახი უკვე გვაქვს, რომელიც პირველ მოსავალს მომავალ წელს მოგვცემს. რაც შეეხება საწარმოს, საძირკვლის ბოლო ეტაპი ჩავასხით, აქ 80 ტონა ყურძნის გადამუშავებას შევძლებთ. საწარმოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ქვემო ქართლში, ტექნოლოგიური საწარმო არ არის.
პირველი ღვინო 2024 წელს გვექნება, 20 000 ბოთლიდან დავიწყებთ, 100 ტონა ყურძნის გადამუშავების შემდეგ კი 80 000 ბოთლამდე ავალთ. რაოდენობის გაზრდას არ ვგეგმავთ, რადგან ეს იქნება სახასიათო ღვინოები, ქართული თეთრი და წითელი ჯიშები, გურული მწვანე, ჩინური, საფერავი, შავკაპიტო და სხვა.
საბოლოოდ, ეს იქნება სივრცე სადაც კარგი ღვინის, დასვენებისა და კერძების მოყვარული ადამიანი ერთდროულად ისიამოვნებს”, - ამბობს ის.
“მუხათის მარნის” დამფუძნებელი ღვინის გასაღების ბაზრებზეც საუბრობს. მისი თქმით, საექსპორტო გეგმები უკვე აქვთ.
“მე ლატვიის საპატიო კონსული ვარ და ღვინის საზოგადოებას კარგად ვიცნობ. ამიტომ ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები მაქვს. ვფიქრობ, გასაღების ბაზარი ჰორეკა სექტორი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სკანდინავია და ადგილობრივი ბაზარი იქნება”, - აცხადებს “მუხათის მარნის” დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის: „მუხათის მარანმა“, 2020 წელს, პროგრამით „დანერგე მომავალი“, ვენახის გაშენებისათვის თანადაფინანსება 44,800 ლარი მიიღო. კომპანია, ღვინის მარნის მშენებლობისათვის, 1,5 მლნ ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 233,500 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 30%-იანი თანადაფინანსებით მიიღო.
“ვფიქრობ, პროექტის სრული ინვესტიცია 4 მლნ ლარზე მეტი იქნება”, - განმარტავს ბონდო დავითაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ