მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vendoo უკვე უზბეკეთის ბაზარზეა

5dfb4a9d104b9
BM.GE
19.12.19 14:01
1134
Vendoo უკვე უზბეკეთის ბაზარზეა. თიბისი ბანკის ჯგუფის (PLC) შვილობილმა ქართულმა ონლაინ შოპინგის პლატფორმამ უზბეკეთში პირველი გაყიდვების სტენდი გახსნა, სადაც Vendoo მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტის განვადებით შესაძენად სამომხმარებლო სესხს სთავაზობს. უზბეკ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ელექტრონიკა და ავეჯი ვენდუს განვადებით შეიძინონ.

იანვრის ბოლომდე ვენდუს გაყიდვების ქსელი კიდევ გაფართოვდება და 15 ახალი გაყიდვების სტენდი დაემატება. ხოლო 2020 წლისთვის, კი, უზბეკეთში 50-მდე ასეთი ლოკაცია იქნება.