მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vendoo.ge მომხმარებელსა და პარტნიორებს სიახლეებს სთავაზობს - COVID-19-ის გავლენა

5e81e4b355c4c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.20 22:30
1614
ამ მოვლენებმა „ვენდუს“ მომხმარებლების ზრდა დააჩქარა, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა განუცხადა.

როგორც „ვენდუს“ ხელმძღვანელი ამბობს, საცალო სავაჭრო ობიექტების დახურვამ, ონლაინ გაყიდვებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა და კომპანიამ ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, საკმაოდ მოკლე პერიოდში მოახერხა მომხმარებლისთვის ახალი კატეგორიების შეთავაზება.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელიც არ არის, რაც vendoo.ge ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ძალიან მალე მოვახდინეთ გაზრდა და მომხმარებელების დაგროვება. ამიტომაც vendoo უკვე 200 000 მომხმარებელს ითვლის. საწყის ეტაპზე კომპანიას ჰქონდა 3 კატეგორია და ახლა უკვე 12 კატეგორია გვაქვს გაყიდვებში.

ამასთან, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ახალ კატეგორიებს ვამატებთ, როგორიც არის სპორტული ინვენტარი, კვების პროდუქტებისა და ტანსაცმლის კატეგორიები. ამ მიმართულებით კომპანიებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პლატფორმაზე პროდუქციის განთავსება და გაყიდვა, რადგან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში ონლაინ ვაჭრობა ძალიან გააქტიურდა. vendoo ამ ყველაფერს შეხვდა ძალიან მომზადებული და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ ერთი წელია რაც ვართ ბაზარზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე გუნდმა, ძალიან სწრაფად შეძლო ეპასუხა ამ გაზრდილ მოთხოვნაზე და სწორედ ამიტომ კომპანიას ოპერაციების ნაწილში პრობლემა არ შექმნია“, - განაცხადა ლაშა მაჭავარინმა.

მისივე თქმით, სიახლეები არამხოლოდ მომხმარებელს, არამედ მათ პარტნიორებსაც შეეხებათ.

„მომხმარებლების მიერ გაზრდილ მოთხოვნას ემატება ისიც, რომ თავად კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა, რომლებსაც vendoo-ზე საკუთარი პროდუქციის განთავსება უნდათ.

იმ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ გადაიტანონ თუ არა თავისი გაყიდვები ონლაინ სივრცეში, მინდა მოვუწოდო, რომ ძალიან მალე დაგვიკავშირდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანია დაგვიკავშირდა და მიდის vendoo-ზე მათი სწრაფი ტემპებით დამატება.

ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება სიახლეები - სულ მალე გავუშვეთ ისეთ პორტალს, რომელზეც ბიზნესებს თავად შეეძლებთ ამ პორტალზე შესვლა, დარეგისტრირება, პროდუქციის ატვირთვა და კონტროლი. vendoo კი მათ საოპერაციო ნაწილში, გამართული ლოჯისტიკით მოემსახურება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით უპრობლემო და უსაფრთხო მიტანას, ასევე კონტენტის მომზადებას და დამუშავებას გულისხმობს, იმისთვის რომ პროდუქცია მომხმარებლისთვის სწორად იყოს მიწოდებული. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი არის მაღალკვალიფიციური და ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საერთო კამპანიებს, რეკლამაში დახმარებას, საკომუნიკაციო არხების გამოყენებას და ა.შ.“, - უთხრა BM.GE-ის ლაშა მაჭავარიანმა.