მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციამ ტურისტებისთვის ახალი გადასახადი დააწესა

5da4288733298
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 12:32
1784

2020 წლის ზაფხულიდან საერთაშორისო მოგზაურების ნაწილისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. კერძოდ, ტურისტები, რომლებიც იტალიის ქალაქში ღამით დარჩენას არ აპირებენ, ქალაქის მოსაკრებლის სახით, 3 ევროს გადაიხდიან. გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის ივლისიდან შედის. 


ვენეცია უკვე დიდი ხანია ტურისტების უზარმაზარ ნაკადს სხვადასხვა მექანიზმით "ებრძვის". ერთდღიანი ტურისტების და ხომალდებით ჩასული ვიზიტორებისათვის საფასურის დაწესება რამდენიმე თვის წინ დაანონსეს; საკითხი მაშინ გადაიდო, თუმცა ახლა როგორც ადგილობრიივი მედია ქალაქის მერიაზე დაყრდნობით წერს, კანონი საბოლოოდ დამტკიცდა. 

 

"ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ფულადი სახსრების შეგროვებით",  - განაცხადა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნნარომ წლის დასაწყისში.  როგორც მან აღნიშნა, ისტორიული ქალაქის შენარჩუნება და სისუფთავე საკმაოდ ძვირი ჯდება და ახალი მოსაკრებლის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. ”ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რა რთულია ასეთი განსაკუთრებული ადგილის მართვა", - დასძინა მან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ტურიზმი შემოსავლის, ფაქტობრივად, ერთადერთი და ძირითადი წყაროა, ვენეცია უკვე წლებია ტურისტების დიდ ნაკადს "ებრძვის".