მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციაში საგანგებო მდგომარეობაა - დღეს სტიქიის გაძლიერებას ელოდებიან

5dce7a1aade8e
მიხეილ ხაჩიძე
15.11.19 14:39
3406

ვენეციაში სტიქია კვლავ მძვინვარებს. იტალიის ტურისტულ ქალაქში ამ დროისათვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დღეს, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქში წყლის მატების ისევ ელოდებიან. როგორც სპეციალტები ვარაუდობენ, ვენეციაში წყლის სიმაღლე - ზღვის დონიდან 150 სმ-ს მიაღწევს.



ქალაქის მერმა ადგილობრივებსა და ტურისტებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მოსალოდნელი ცუდი ამინდისა და საფრთხის ახალი ტალღის გამო, ვენეციასა და მის შემოგარენში სასწავლო დაწესებულებები დახრულია.



ამასთან, ’’წყლის ქალაქში’’ რამდენიმედღიანი ძლიერი წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი უკვე საკმაოდ დიდია. ვენეციის მერის განცხადებით, ქალაქს, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს, რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ზიანი მიადგა.


დატბორილია უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობა. მათ შორის მსოფლიოში ცნობილი წმინდა მარკოზის ბაზილიკა.  წყალმა შეაღწია ’’ლა ფენიჩეს’’ თეატრშიც, რომელიც დროებით დაიხურა. ასევე, რამოდენიმე ვაპორეტი- ვენეციის წყლის ავტობუსი- საკმაოდ დაზიანდა. წყალმა დატობორა საოჯახო სასტუმროების უმეტესობა და რესტორანები.



დანაკლისს უჩივის სასტუმროს ინდუსტრიაც. დატბორილი ქალაქი უამრავმა ტურისტმა დაგეგმილზე ადრე დატოვა. მსოფლიოს არაერთი წერტილიდან ინტერნეტით დაჯავშნილი ოთახები თითქმის სრულიად გაუქმდა.



აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ზიანი მიიღეს, ანაზღაურებას გამოყოფს. როგორც ცნობილია, დაზარალებულებს 5000-დან 20 000 ევრომდე დაეხმარებიან.



შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ვენეცია 13 ნოემბერს დაიტბორა. ტურისტულ ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი წყლის დონე დაფიქსირდა. წყალდიდობის სიმაღლემ 187 სმ-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1966 წლის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ; მაშინ წყლის დონე ვენეციაში 194 სმ-ს შეადგენდა.