მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს

63dbf86f969d4
BM.GE
02.02.23 21:49
652
ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს - ამის შესახებ ინფორმაცია ვენეციის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 1 დეკემბრის მოთხოვნით, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას საქართველოს კანონპროექტის „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე, 10- 11 მარტი უნდა წარედგინოს.

მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიაში "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 2022 წლის 1 დეკემბერს გაგზავნა. საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული და ის „უკრაინულ მოდელს“ ეფუძნება.