მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ - მდინარაძე

6409bdc266fe3
ინგა მურუსიძე
09.03.23 15:08
768
ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს დასკვნის გამოგზავნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებით, აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტს გაიწვევენ.


შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას წერილს სწერს