მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენესუელა რუსულ კომპანიას 300 მლნ-ის კუპიურების დაბეჭდვას უკვეთავს

5e4d8d8b4a5c4
თამთა ჯიჯავაძე
19.02.20 23:26
1166
ვენესუელის მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო კომპანიას 300 მილიონის ოდენობის ბოლივიური ფულის ერთეულის - ბოლივიანოს დაბეჭდვა დაუკვეთა. შეკვეთა 10 000-დან 50 000-ის სხვადასხვა ნომინალის კუპიურებს მოიცავს. შესაბამისი კონტრაქტი, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა, კომპანია Goznak-სა და ვენესუელის ცენტრალურ ბანკს შორის ნოემბერში გაფორმდა. თავად რუსულ კომპანიაში უარს აცხადებენ ვენესუელის შეკვეთაზე კომენტარის გაკეთებაზე. საკითხზე Bloomberg-ს ვენესუელის ცენტრალურ ბანკშიც არ უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Goznak-ს წლის განმავლობაში 11 000 ტონა ბანკნოტის დაბეჭდვა შეუძლია. კომპანია ასევე ბეჭდავს პასპორტებსა და საფოსტო მარკებს.