15.მარტი.2019 20:00
ეკონომიკა

ვენის სადაზღვევო ჯგუფი: ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლობის ევროპული გამოცდილება საქართველოსგან სრულიად განსხვავდება

ვენის სადაზღვევო ჯგუფი: ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლობის ევროპული გამოცდილება საქართველოსგან სრულიად განსხვავდება
„საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხშირ შემთხვევაში კომერციული ბანკების საკუთრებაშია და შესაბამისად, სადაზღვევო რისკებსაც ბანკები იღებენ თავის თავზე“-ამის შესახებ განცხადება BM.GE -თან „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, პიტერ თირინგმა გააკეთა, რომელიც ამავდროულად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს უჩვეულო არ არის, თუმცა თუ გადავხედავთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, იქ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, ვინაიდან უმეტეს მათგანში კომერციული ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ფლობა აკრძალულია.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფს საკმაოდ კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ევროპის წამყვან ბანკთან ,”Erste Bank”-თან . ეს წლების განმავლობაში გრძელდება, თუმცაა ესაა თანამშრომლობა და არა კაპიტალში მონაწილეობა მათი მხრიდან.

იმას, რასაც ახლა ჩვენ საქართველოში ვხედავთ, შედარებით განსხვავებულია ჩვენი სიტუაციიდან, რადგან საქართველოში ხშირ შემთხვევაში კომერციული ბანკების საკუთრებაშია სადაზღვევო კომპანიები და შესაბამისად, სადაზღვევო რისკებსაც აღნიშულ ბანკები იღებენ თავის თავზე.

მე არ ვარ დარწმუნებული თუ რამდენად უზრუნველყოფს არსებული სიტუაცია ბანკებთან მიმართებაში სადაზღვევო სექტორის მდგრად განვითარებას საქართველოში. ზოგადად , კომერციული ბანკები ერიდებიან სადაზღვევო რისკების სრულად საკუთარ თავზე აღებას, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ რისკების მართვის სტრატეგიას, მათი რისკების მართვის მოდელი სრულიად სხვა არის.

ბანკი ხომ აბსოლიტურად სხვა ტიპის ბიზნესია. ვნახოთ, დავაკვირდეთ რამდენად მდგრადი იქნება ასეთი მიდგომა საქართველოში“-აცხადებს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიტერ თირინგი.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

21.მაისი.2019 23:40
45

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება

ვრცლად
21.მაისი.2019 23:28
229

რაზე შედგა და რაზე ვერ შედგა მოლაპარაკება - ინტერვიუ ანაკლიის კონსორციუმის CEO-სთან

ვრცლად
21.მაისი.2019 23:20
48

„დაინტერესებულები ვართ, რომ სწორედ ანაკლიის კონსორციუმმა მოიზიდოს დაფინანსება“

ვრცლად
21.მაისი.2019 22:30
66

„მნიშვნელოვანია, რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა“

ვრცლად
21.მაისი.2019 21:10
88

2019 წლის ზამთრის სეზონზე „გოდერძის“ მიმართულებით შესაძლოა ფრენები განხორციელდეს

ვრცლად
21.მაისი.2019 21:00
40

ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს

ვრცლად