24.ნოემბერი .2022 18:33

Veon-ი რუსეთში კომპანია VimpelCom-ს $2 მილიარდად ასხვისებს

Veon-ი რუსეთში კომპანია VimpelCom-ს $2 მილიარდად ასხვისებს
views 350
უკან

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების ფონზე, რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია Veon-ი რუსეთში ბიზნესის გაყიდვისა და კომპანია VimpelCom-ის გასხვისების გადაწყვეტილებას იღებს.

Veon-ისგან VimpelCom-ს 2.1 მილიარდ დოლარად კომპანიის ტოპ-მენეჯერები გამოისყიდიან, მათ შორის მთავარი კი მოქმედი გენერალური დირექტორი, ალექსანდრ ტორბახოვია.

უშუალოდ VimpelCom-ი რუსეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროვაიდერის, Beeline-ის ოპერატორია და მასზე ნიდერლანდებში დაფუძნებული Veon-ის შემოსავლების ნახევარზე მეტი მოდის.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აქციონერებისა და მომხმარებლისთვის ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს წარმოადგენს, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, Veon-ის ბიზნესსაქმიანობა მნიშვნელოვნადაა გართულებული.

VimpelCom-სა და მის აქტივებს, სავარაუდოდ, სხვა რუსული კომპანია შეიძენს, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირებს.

ცნობისთვის, Veon-ი 1992 წელს მოსკოვში დაფუძნდა VimpelCom-ის სახელით, თუმცა შემდგომ მისი სათავო ოფისი ამსტერდამში გადავიდა და ჰოლდინგმა სახელიც შეიცვალა. კომპანიის 47.9%-იანი წილის მფლობელი საინვესტიციო ჰოლდინგი Letter One-ია, რომლის დამფუძნებელიც მიხაილ ფრიდმანია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია.