მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ დაგეთანხმებით, რომ IMF-ის ახალი პროგრამა იგვიანებს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

618bb576a2527
ინგა მურუსიძე
10.11.21 16:16
661
"ვერ დაგეთანხმებით, რომ IMF-ის ახალი პროგრამა იგვიანებს", - ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ახალი პროგრამა იგვიანებს. უკვე გვქონდა წინასწარი მოლაპარაკებები და ამ თვის მეორე ნახევარში პირველი მისიის ვიზიტი ჩაინიშნება, რომელიც შეათანხმებს პროგრამის ძირითად მიმართულებებს და ძირითად ბენჩმარკებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნია, რომ სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე, რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, IMF-ის პროგრამა სჭირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა 2021 წლის დასაწყისში დასრულდა.