27.მარტი .2020 18:14

"ვერ დაველოდებით, რა დარტყმას მოგვაყენებს COVID-19" – "თბილღვინოს" გეგმა

views 1011
უკან

ვირუსმა დაგვაყენა მწვავე კრიზისის წინაშე, - ამის შესახებ ქართული ღვინის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა, თუმცა, მისივე თქმით, კომპანია არ აპირებს შედეგებს დაელოდოს და სწრაფი მოქმედების საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების შესამცირებლად გეგმას იმუშავებს.

როგორც ზურაბ მარგველაშვილი განმარტავს, საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, კომპანია ექსპორტს შეუფერხებლად ახორციელებს.

„ვირუსის გარდა, ჩვენთვის არანაკლებ პრობლემურია მდგომარეობა ნავთობმოპოვებით ქვეყნებში, სადაც ექსპორტს ვახდენთ, ნავთობის ფასის შემცირების გამო და მათი ადგილობრივი ვალუტის მსყიდველუნარიანობის გამო ჩვენი პროდუქტის გაყიდვების შემცირდა.

30-ზე ქვეყანაში ვახდენთ ექსპორტს, ამ ქვეყნებშიც არ არის კარგი ვითარება, უმრავლესობაში დაკეტილია რესტორნების სეგმენტი და ძირითადად მუშაობს ოფტრეიდი, მაგრამ კორონავირუსის გარდა მეღვინეობის სექტორში და ექსპორტიორი ღვინის კომპანიების შემთხვევაში პრობლემა არის შემდეგი, რომ ნავთობის ფასის დაცემის გამო რუსეთში რუბლის ინფლაციაა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე ახდენს გავლენას - ბელორუსი, უკრაინა, განსაკუთრებით ყაზახეთზე, რომელიც ნავთობმოპოვებითი ქვეყანაა და მის ფასზეა დამოკიდებული“, - განმარტავს საექსპორტო ბაზრებზე კორონავირუსის გავლენის შედეგად შექმნილ ვითარებას „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.

ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ ექსპორტის მიმართულებით მუშაობა სამოქმედო გეგმაზე პარტნიორებთან უკვე დაწყებულია და ისინი ეცდებიან შემცირების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაიყვანონ.

„საექსპორტო ბაზრებზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ რომ გაყიდვების შემცირების მინიმალიზაცია მოხდეს.

ჯერ-ჯერობით იმის თქმა, რომ ეს წარმატებით გამოგვივა ადრეა, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ ამ პროცესში ვართ და ვიცით რომ არის კრიზისი, ვერ დაველოდებით როგორ დამთავრდება, რა დარტყმას მოგვაყენებს და ამიტომ ჩვენი გამოცდილებით და რესურსებით ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად სწრაფები და ადეკვატურები.

ჩვენი გეგმა არის შემდეგი - ჩვენს ძლიერ პარტნიორებთან დაწყებულია აქტიური მოლაპარაკება თუ რა დამატებითი აქტივობები შეგვიძლია რომ ვაწარმოოთ, შესაბამისად, გვინდა, რომ ბიუჯეტიდან დამატებითი რესურსის გამოყოფით გაყიდვები გავააქტიუროთ. ნაკლები მომგებიანობით, მაგრამ მაინც. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა ამ უახლოეს პერიოდში“, - უთხრა BM.GE-ის მეღვინემ.