მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვერ გეტყვით აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის“

61fed206ea2c5
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 23:48
1904
„ვერ გეტყვით აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ია მეურმიშვილის კითხვას, იმის შესახებ რამდენად მალე შეიძლება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდეს.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა.

„ამ საკითხზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს აქვს მთავარი როლი. ვერ გეტყვით იმას სად არის ეს საკითხი პრიორიტეტების სიაში. ის, რის თქმაც შემიძლია, ის არის რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე უწყვეტად ვმუშაობთ. გასულ წელს ჩვენს შორის ვაჭრობამ ისტორიაში პირველად 1 მლრდ დოლარს მიაღწია. აშშ-ში ქართული ღვინის ერთი მილიონი ბოთლი გაიყიდა. ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით თუ მის გარეშე. ეს საკითხი განრიგშია თუმცა ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.