მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ შევაჩერებთ ფასების იმ ნიშნულამდე მისვლას, რაც ევროპაშია - სტომატოლოგთა ასოციაცია

60976a772de77
მარიამ იზორია
09.05.21 23:39
1095
საქასტატის მონაცემებით, ტოპ 10 პროდუქტების სიაში, რომლებზეც 2021 წლის აპრილში ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა, მეშვიდე ადგილს სტომატოლოგიური მომსახურება იკავებს, რომელზეც ფასი 30.8 %-ით არის მომატებული.


სტომატოლოგის მომსახურებაზე ფასების ზრდის მიზეზები "საქმის კურსთან"  საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ალხანაშვილი განმარტა.  

„სტომატოლოგიური სერვისების გაძვირებასთან დაკავშირებით შეგვიძლია 2 ძირითადი კომპონენტი გამოვყოთ, პირველი ტრადიციული ფასების ზრდა, რომელიც ნებისმიერ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულ მიმართულებას ახლავს, რადგან ტექნოლოგია მუდმივად განახლების პროცესშია და ეს სერვისს აძვირებს. მეორე კომპონენტი მსოფლიოში არსებულ მოვლენებს უკავშირდება, საჭირო იმპორტირებული მასალა, რომელიც ყოველთვიურად შემოდის, ლარის გაუფასურების გამო ძვირდება, შესაბამისად, სტომატოლოგიურ კლინიკებს არსებობისთვის სერვისზე ღირებულების მომატება უწევთ“ - აღნიშნავს ალხანიშვილი.

მისივე თქმით, სამომავლოდ საქართველოში სტომატოლოგიური სერვისების ფასი დასავლეთისა და ევროპის ქვეყნების ნიშნულს გაუთანაბრდება.

„კოვიდი იქნება თუ არა ჩვენ ვერ შევაჩერებთ ფასების იმ ნიშნულამდე მისვლას, რაც დასავლეთსა და ევროპაშია, რადგან საქართველოს კლინიკებში იგივე ტექნოლოგია გამოიყენება, რაც ამ ქვეყნებში, შესაბამისად, მომსახურების თვითღირებულება ერთი და იგივეა, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში სტომატოლოგიური მომსახურების ფასები დასავლეთსა და ევროპაში არსებულს გაუთანაბრდება“ - აცხადებს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.