2017 წლის 1 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს.
BMG დაინტერესდა, რამდენად დააჩქარა ბიზნეს დავების განხილვები აღნიშნულმა კომერციულმა პალატამ. შეფასება იურისტ ზვიად კორძაძეს ვთხოვეთ, რომელსაც თავისი სპეციალიზაციიდან გამომდინარე შეხება ძირითადად სწორედ აღნიშნულ რგოლთან აქვს.
"კორძაძის საადვოკატო ბიუროს" მმართველი პარტნიორის შეფასებით, სასამართლო სისტემაში აღნიშნული პალატის არსებობა სიტუაციას არ ცვლის, რადგან კომერციული სპეციალიზაციის პალატას საქმეების განხილვები დროში არ დაუჩქარებია.
„სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა შემადგენლობა, რომელიც სპეციფიურად განიხილავს ასეთი ტიპის დავებს, გაზრდის რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში კვალიფიკაციას რომ უფრო მეტად იყვნენ მოსამართლეები ბიზნეს დავებთან მიმართებით კომპეტენტურნი, მაგრამ ტენდენციურად არ ჩანს, რომ ეს რაიმე დადებით შედეგს გვაძლევს. ეს არ დატყობია ყოველდღიურ სიტუაციას იქიდან გამომდინარე, რომ არც დაუჩქარებია საქმის განხილვები.
არის საქმეები, რომელშიც იწვევს კვალიფიკაცია პრობლემებს. ბიზნეს დავები არ არის ერთი ტიპის საქმეები, აქ შეიძლება იყოს ძალიან სპეციფიური საქმეებიც. ვითარდება ბიზნესიც, ვითარდება ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციები, კრიპტოვალუტის ბაზარი, ბევრი ახალი საშუალებები შემოდის ბიზნესში, რომლის გამოყენებაც წარმოშობს რაღაც ტიპის დავებს, რომელიც სპეციფიურია. სადაც უფრო ხშირად ვატყობ რომ კვალიფიკაციის პრობლემაა, არის საბანკო ურთიერთობები, ამიტომ ამას ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება, როცა სასამართლო მზად იქნება გაუმკლავდეს ბიზნეს დავების მოთხოვნებს. ეს ორი მოთხოვნა არის კვალიფიკაცია და სისწრაფე, რაც სჭირდება ბიზნესს.
ინვესტორი, რომელიც შემოდის პირველ რიგში ამას კითხულობს, რა მდგომარეობაა ბიზნეს დავებზე და მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში რამდენად სწრაფად მიიღებს ის პასუხს ამ ქვეყნის სასამართლოსგან. დღევანდელ ერთ-ერთ შეხვედრაზეც ეს კითხვა დაისვა, დავის დაწყების შემთხვევაში როდის მექნება შედეგი, რადგან ამან შეიძლება იმოქმედოს ჩემი ბიზნესის შეჩერებაზეო.
მე ძირითადად სწორედ მათთან (კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება) მაქვს შეხება, რადგან ბიზნეს დავებს და ბიზნეს კორპორაციებს ვემსახურები. მე არ მაქვს განცდაში და არ მქონია ასეთი სიტუაცია, რომ ამას რაიმე დაჩქარება გამოეწვია. ამის ზემოთა ინსტანციაშიც, უზენაეს სასამართლოშიც დიდხანს ყოვნდება ბიზნესის ტიპის დავები.
მე მაქვს ბიზნეს დავა, რომლის შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს 1 წელს გასცდა დასაშვებობაზე არ უმსჯელია, რაც ცუდია. ყველა ბიზნეს დავის თავისებურება ისაა, რომ ყველა პასუხი პასუხია, როცა ჰაერში დაკიდებულია კონკრეტული დავა და არ იცის ბიზნესმა როგორ დასრულდება, ეს ცალკე ბადებს გაურკვევლობას. ვერ ვიტყვი, რომ ამ პალატის შექმნით პრობლემა გადაიჭრა ან შეღავათი მიიღო ბიზნესმა. დადებითი ამას აქვს, მაგრამ არა ისეთი, რომ ამას ტენდენციის და პრობლემის გადაწყვეტის სახე მიეღო. სამწუხაროდ ასე არ არის“,-აცხადებს ზვიად კორძაძე.
რამდენად ეფექტიანად მუშაობს კომერციული დავების განმხილველი პალატა და რა დროში წყვეტს დავებს მოსამართლეთა ჯგუფი, ამის შესაფასებლად, BMG-მ თვეების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ჩვენს კითხვებზე სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი