მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ ვიტყვი, რომ რეგულაციებმა ჩემს კომპანიაზე ცუდად იმოქმედა" - UBG-ის გენდირექტორი

5e3bc055bad03
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.20 20:21
1394
სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია Universe Business Group-ის აღმასრულებელი დირექტორი რომან ბადალიანი 2019 წელს საფინანსო და საბანკო სფეროში ამოქმედებულ რეგულაციებს აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორზე გავლენისა, ცვლილებებს მისი კომპანიის საქმიანობაზე არ უმოქმედია.

„ზოგადად, 2017 წლის ბოლოდან დაწყებული ჩვენს კომპანიას აღმავლობის პერიოდი აქვს, მენეჯმენტის კუთხით შევცვალეთ მეთოდიკა და ვერ ვიტყვი, რომ ამოქმედებულმა რეგულაციებმა კომპანიაზე ცუდად იმოქმედა. ეს ბაზარზე არსებული ფაქტორებიდან კი არა, შიდა სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა რომან ბადალიანმა.

მეწარმემ სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით ამოქმედებულ რეგულაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უმოკლეს დროში შეძლეს და შეუსაბამეს დასაქმებულების უსაფრთხოება კანონს.

„რეგულაციები შემოვიდა უსაფრთხოების კუთხით სამშენებლო სექტორში, ამ კუთხით მშენებლები ცოტა შეაფერხა იმიტომ, რომ არ იყვნენ მზად, ბევრი დაჯარიმდა, ჩვენ ამ კუთხით გავიარეთ კურსები და ჩემს კომპანიას ეს პრობლემა მოხსნილი აქვს, უსაფრთხოების კუთხით ყველა საკითხი მოგვარებულია“, - ამბობს UBG-ის გენდირექტორი.

ცნობისთვის, Universe Business Group (UBG) ბაზარზე 2007 წლიდან როგორც სამშენებლო მასალების იმპორტში, ასევე ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ოპერირებს. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, კომპანიის მთავარ საქმიანობას იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო დღეისთვის ადგილობრივი წარმოების და იმპორტის წილი 50/50-ზეა.

დღეისთვის, სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოების წლიური ბრუნვა 2 მლნ ლარს შეადგენს.

კომპანიამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, მიმდინარე კვირაში ქართული წარმოების საყალიბე სისტემები ექსპორტზე გაიტანა.